თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნულოვან სართულზე მდებარეობს ანატომიური თეატრი, სადაც ადამიანების სხვადასხვა ორგანო ინახება. აქ ნახავთ ადამიანის ტვინს, კუჭ-ნაწლავს, გულს, ღვიძლს და სხვ. აქ ასევე ინახება ორი ადამიანის გვამი, რომელთა შესახებაც მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ისინი ქალი და მამაკაცი არიან. მათი სიმშვიდე მხოლოდ მაშინ ირღვევა, როცა პროფესორი კოტე ჩუტკერაშვილი მათ სტუდენტებისთვის სასწავლებლად იყენებს.
აღნიშნული გვამები უნივერსიტეტში 25 წელია ინახება.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
როგორც პროფესორი ჩუტკერაშვილი აცხადებს, აღნიშნული გვამები უნივერსიტეტში 1980-იანი წლებში მოხვდა. მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობის თანახმად გვამები სწავლების შემდეგ უნდა დაიმარხოს, ამ საკითხთან დაკავშირებით ზუსტი განსაზღვრება და ვადები ცნობილი არ არის, ამიტომაც ჩუტკერაშვილის თქმით ახლო მომავალში ამ ორი გვამის დამარხვა არ იგეგმება. როგორც ის აღნიშნავს, ცხედრების დაფვლა მხოლოდ მაშინ მოხდება თუ ის სასწავლებლად უარგისი გახდება ან ახალი გვამებით ჩანაცვლდება.
,,მიუხედავად იმისა რომ კანის ქსოვილები გარკვეულ ადგილებში უკვე დაზიანებულია, ნამდვილი გვამის გამოყენება სასწავლო პროცესში სტუდენტისთვის უფრო ეფექტურია ვიდრე მულაჟი, რადგან ასე სტუდენტისთვის მათ განსხვავებული ფსიქოლოგიური ზეგავლენა და ეფექტი აქვს”, -განმარტავს ჩუტკერაშვილი.
საბჭოთა პერიოდში უცნობი ადამიანების გვამების გამოყენება სასწავლო პროცესში ნებადართული იყო. მიუხედავად იმისა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კანონმდებლობაში შეზღუდვები დაწესდა, კონკრეტული დეტალები, ვადები და პროცედურები დაუზუსტებელია. ამასთან მეცნიერებსა და საზოგადოებაში მუდმივად გრძელდება დავა, რამდენად ეთიკურია გვამების სასწავლო პროცესში გამოყენება.
წყარო: ifact.ge
იხილეთ ორიგინალი