ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს სასწავლო სტიპენდიებს 2017 წლის ზამთრის და შემოდგომის სემესტრებისთვის.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
CEU-ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა სტუდენტებს 2017 წლისთვის სთავაზობს შემდეგ სტიპენდიებს:
- NASDAQ-ის სტიპენდიები: ითვალისწინებს სრულ დაფინანსებას კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის, საინჟინროს, ეკონომიკისა და სხვ. მიმართულებების წარჩინებული სტუდენტებისათვის.
- Empiricus-ის სტიპენდიები: ითვალისწინებს სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსებას, ასევე სტაჟირების შესაძლებლობას.
- ლონდონის საინვესტიციო ფირმის სტიპენდია: ითვალისწინებს სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას და ასევე სტაჟირების შესაძლებლობას ლონდონში.
2017 წლის ზამთრის სემესტრისთვის აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2016 წლის 3 ოქტომბერი.
2017 წლის შემოდგომის სემესტრისთვის _ 2016 წლის 1-ლი აპრილი.
CEU- ესაა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მდებარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სწავლობს 100 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, პროფესორ-მასწავლებლები კი წარმოდგენილნი არიან 40 სხვადასხვა ქვეყნიდან, აკრედიტებულია როგორც უნგრეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
აპლიკაციისთვის იხილეთ ბმული.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს და იხილეთ თანდართული დოკუმენტი.