”აუდიტორია 115″-ის ერთ-ერთი მოთხოვნა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა

აქტუალური

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტების ერთ-ერთი მოთხოვნა გაითვალისწინა და შეასრულა.

,,უკვე გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, იმ სტუდენტებს, რომლებიც თანხას ვერ იხდიდნენ, მიეცემათ სწავლის გაგრძელების საშუალება და შესაბამისად აკადემიური რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა. მოხდება არსებული დავალიანებების რესტრუქტურიზაცი”,- აღნიშნულია ,,აუდიტორია 115”-ის ოფიციალურ გვერდზე.

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, თითოეული ასეთი განცხადების შესწავლა ინდივიდუალურად მიმდინარეობს. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, რექტორისგან რეაგირებას ,,აუდიტორია 115”-ის წევრები უახლოეს პერიოდში ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტები აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

როგორც ცნობილია, გუშინ სტუდენტების ნაწილმა თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა, სადაც ,,აუდიტორია 115”-ის წევრებმა  6 პუნქტიანი მოთხოვნები წამოაყენეს.

“აუდიტორია 115″–ის 6 პუნქტიანი მოთხოვნები

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები