საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია NESSA აცხადებს სტაჟირების პროგრამას მარკეტინგის დეპარტამენტში.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
პროექტი ითვალისწინებს დაინტერესებულთათვის გამოცდილების გაზიარებას, ცოდნის გაღრმავებასა და სრულყოფილი საქმიანი გარემოს შექმნას. პროგრამის ფარგლებში საშუალება გეძლევათ გამოიმუშავოთ პროფესიული უნარ-ჩვევები და წარმატებით დაიწყოთ თქვენი კარიერა Nessa-ს გამოცდილ გუნდთან ერთად.
- სტაჟირების ხანგრძლივობა- 3თვე
- სამუშაო გრაფიკი- თავისუფალი
- სტაჟირება – არაანაზღაურებადი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტის, ფინანსების მიმართულებით (ბაკალავრის 3-4 კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი).
- საოფისე პროგრამების ცოდნა ((MS Office/Word/Excel/PowerPoint/Outlook)
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ძირითადი მოვალეობები
- პროექტების დაგეგმვა და კონტროლი
- მარკეტინგული კვლევების ორგანიზება
- სოციალური მედიასთან აქტიური მუშაობა (Facebook,Linkedin, Twitter,YouTube)
- სარეკლამო მატერიალების შექნა
- მონაცემთა ბაზებზე მუშაობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე [email protected] განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ „სტაჟირების პროგრამა მარკეტინგის დეპარტამენტში“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება