სტუდენტური მოძრაობა ,,აუდიტროა 115” 26 სექტემბერს 10:00 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მასშტაბურ აქციას გეგმავს. როგორც დღეს რექტორის ,,აუდიტორია 115-ის” წევრებმა არჩევნების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათთვის გია შარვაშიძის რექტორად არჩევა მოულოდნელი არ ყოფილა და მის კანდიდატურას არც ადრე ეთანხმებოდნენ და არც ახლა.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
,,უნივერსიტეტში სწავლის დაწყების პირველსავე დღეს წლებია სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ და აფიქსირებენ საკუთარ პროტესტსა და მოთხოვნებს. წელს აქცია მასშტაბური იქნება, რადგან მათ ჩვენც შევუერთდებით და გია შარვაშიძეს ჩვენ უკვე ბევრჯერ ნათქვამ მოთხვონებს გავახსენებთ.” – აცხადებენ აუდიტორია 115-ის წევრები.
გია შარვაშიძის კანდიდატურა არ მოსწონს სტუდენტთა მეორე ჯგუფს. თვითმმართველობის წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნაა ნოემბრის თვეში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მშვიდად გამართვა.
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა