ხმაური და დაპირისპირება ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ადმინისტრაციულ შენობაში დაცვის სამსახურის წევრები პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს არ უშვებდნენ.
აქციის მონაწილეები შენობაში შეღწევას და იქ შიმშილობის დაწყებას გეგმავდნენ. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც შეკრებილებმა ტრანსფარანტების გაშლა დაიწყეს. პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ერთმანეთს დაუპირისპირდა.
გადადგეს არალეგალურად არჩეული რექტორი – პროფესორ მასწავლებლების აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ, რომლებიც რექტორის გადადგომას მოითხოვდნენ და განმარტავდნენ, რომ ის მესამედ, უკანონოდ აირჩიეს. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა, რომ საგანმანათლებლო სისტემაში რეფორმების გატარება და აკადემიური საბჭოს ხელახალი გადანაწილება მოხდეს.
აქციის მონაწილეები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში უვადო შიმშილობით იმუქრებიან.
აქციაზე გამოთქმულ ბრალდებას ტექნიკურ უნივერსიტეტში უპასუხეს. იურისტის განცხადებით, აქციის მონაწილეების ბრალდებები არაარგუმენტირებულია.
წყარო: რუსთავი 2