“ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო” პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, იწყებს საგრანტო განაცხადების მიღებას.
საგრანტო განაცხადი მიიღება მხოლოდ იმ პირებისგან, რომელთაც:
- აქვთ ბიზნეს იდეა;
- სურთ ახალი სამეწარმეო საქმიანობის დაწყება;
- მონაწილეობის მსურველის ასაკი არის 18 წლიდან – 29 წლის ჩათვლით (გუნდის შემთხვევაში მისი თითოეული წევრის ასაკი ჯდება წარმოდგენილ შეზღუდვაში);
- არ აქვს მიღებული დაფინანსება ამავე პროექტის ფარგლებში განხორცილებულ საგრანტო კონკურსში.
ბიზნეს იდეების კონკურსი მოიცავს 3 ეტაპს. (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი- საგრანტო განაცხადის ფორმა) კონკურსის დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული პროექტი:
- პირველ ადგილზე გასული პროექტი მიიღებს 7500 $-ის ეკვივალენტს ლარში;
- მეორე ადგილზე გასული პროექტი მიიღებს 5000 $-ის ეკვივალენტს ლარში;
- მესამე ადგილზე გასული პროექტი მიიღებს 3000 $-ის ეკვივალენტს ლარში;
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
თანდართული ფორმები: საგრანტო განაცხადის ფორმა, ფინანსური ფორმა.
პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
აპლიკაციები მიიღება 1 სექტემბრიდან-30 სექტემბრის ჩათვლით, მეილზე [email protected].
დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუიკავშირდით:
მობ: 595 04 08 01 – მარიამ ჯიბუტი
557 48 20 07 – მარიამ ბიწაძე
ტელ: (+995 32) 2922839
ელ. ფოსტა: [email protected] ან [email protected]