- 1890 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ბრიტანელი მწერალი აგათა კრისტი. მან დაწერა ასამდე დეტექტიური ჟანრის ნაწარმოები, მათ შორის ყველაზე ცნობილია წიგნები დეტექტივ ერკიულ პუაროსა და მის მარპლზე.
- 1857 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ამერიკის შეერთებული შტატების 27-ე პრეზიდენტი – უილიამ ჰოვარდ ტაფტი. იგი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 1909 წლიდან 1913 წლამდე, შემდეგ კი სამართლის პროფესორი გახდა იელის უნივერსიტეტში, სანამ 1921 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.
- 1789 წლის 15 სექტემბერს ბურლინგტონში (ნიუ-ჯერსი) დაიბადა მწერალი, ისტორიკოსი და სოციალური კრიტიკოსი ჯეიმზ ფენიმორ კუპერი. მისი ყველაზე ცნობილი ნამშევარია «უკანასკნელი მოჰიკანი”.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
- 1776 წლის 15 სექტემბერი – ბრიტანულმა ძალებმა, გენერალ უილიამ ჰუვის მეთაურობით დაიკავეს ნიუ-იორკი ამერიკის რევოლუციის დროს.
- 1916 წლის 15 სექტემბერი – პირველ მსოფლიო ომში სომის ბრძოლაში პირველად გამოიყენეს ტანკები.
- 1935 წლის 15 სექტემბერი – ნაცისტებმა შემოიღეს კანონი, რომელიც ართმევდა გერმანელ ებრაელებს მოქალაქეობის უფლებას.
- 1944 წლის 15 სექტემბერი – ამერიკული ჯარი პირველად მიადგა გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარს.