ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სტაჟირების პროგრამის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ბაკალავრის დიპლომის მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის.
შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ შეუერთდნენ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, სოციალური უფლებების ან ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამების გუნდს და მიიღონ მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება. სტაჟირების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ EMC გუნდთან ერთად აწარმოონ კვლევა ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებზე, შექმნან სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტები, მონაწილეობა მიიღონ რეგიონებში დაგეგმილ გასვლით შეხვედრებში და სხვა.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამა:
სტაჟიორის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს დისკრიმინირებული რელიგიური ჯგუფების, ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტირებისა და ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი, ასევე რელევანტური სამართლებრივი ინსტრუმენტების წინაშე აღნიშნული ჯგუფების უფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე საქმეების წარმოების პროცესში მონაწილეობის მიღება.
სოციალური უფლებების პროგრამა:
სტაჟიორის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის ხელშეწყობა, მათ შორის, დასაქმებულთა (შრომის უფლება), სოციალურად დაუცველების, უსახლკარო პირებისა და სხვა ჯგუფების უფლება დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და სამართლებრივი/სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით ადვოკატირების პროცესში მონაწილეობა.
ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობის პროგრამა:
სტაჟიორის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის საკითხებზე კვლევების წარმოება, შესაბამისი სამართლებრივი აქტების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და სხვა სახით არსებული საჯარო ინფორმაციის ანალიზი, საერთაშორისო გამოცდილების კვლევის პროცესსა და ანალიტიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობა.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
სტაჟიორის ძირითადი მოვალეობები:
- ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის, შესწავლისა და დოკუმენტირების პროცესში მონაწილეობა;
- EMC-ს იურისტებთან ერთად საველე სამუშაოებში მონაწილეობა;
- იდენტიფიცირებულ უფლება დარღვევის შემთხვევებზე ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით სამართლებრივი ანალიზის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლის პროცესში მონაწილეობა;
- სამართლებრივი კვლევისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- ოფისში და საველე კონსულტაციებზე EMC თანამშრომლების მიერ ბენეფიციარებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევის პროცესში დახმარება.
- სტაჟიორის სამუშაოს აღწერილობა დამოკიდებული იქნება კონკრეტული პროგრამის სპეციფიკაზე.
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- სასურველია სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულ პროცესებში და სემინარებში/ტრენინგებში მონაწილეობის გამოცდილება;
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ანაზღაურება: სტაჟიორის ჰონორარი შეადგენს 200 ლარს.
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე
განაცხადის წარდგენის პროცესი
დაინტერესებულმა პირებმა 2016 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ შესაბამის ველში მიუთითოთ “EMC_სტაჟირება”.
- რეზიუმე (СV);
- მოტივაციის წერილი;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის აკადემიური ცოდნა ან/და სამუშაო უნარ-ჩვევები.
- არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
- EMC მხოლოდ იმ კანდიდატებს დაუკავშირდება, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
თბილისი, ი. აბაშიძის ქუჩა #12ა,
(032) 2 23 37 06
[email protected]
http://www.emc.org.ge
https://www.facebook.com/RIGHTSEMC