შპს “ნიუარტი” აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების ორგანიზატორისა და პროექტების პიარ-მენეჯერის პოზიციაზე.
ხელფასი 800-დან 1500 ლარამდე, (გამოსაცდელი ვადა ერთი თვე).
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტების შექმნა, პრეზენტაცია;
- დაგეგმილი ღონისძიებების შესაბამისად ჩასატარებელი მომსახურების სრულყოფილად აღწერა, ბაზარზე არსებული ანალოგიური მომსახურებების მოძიება და ერთმანეთთან შედარება.
☼ გსურს მაგისტრატურაზე ჩაბარება? შეარჩიე სამაგისტრო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (შესაძლებელია ბოლო კურსის სტუდენტიც თავისუფალი სამუშაო გრაფიკით – გამოსაცდელი 3 თვლიანი ვადით სტაჟირებაზე);
- უცხო ენების ცოდნა აუცილებელია – ინგლისური, რუსული, გერმანული (ერთ-ერთი).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- განვითარებაზე და ინოვაციებზე ორიენტაცია;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.