კითხვა რომ ადამიანების გონებისთვის სასრგებლოა ეს ყველამ, ალბათ, დიდი ხანია იცის, თუმცა იელის უნივერსიტეტის მეცნიერები აღმოჩნდნენ პირველები, ვინც დაამტკიცა რომ კითხვა სიცოცხლეს ახანგრზლივებს.
იელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მეცნიერებმა 12-წლიანი კვლევის შედეგად, დაადასტურეს რომ ის ადამიანები ვისაც კითხვა უყვარს უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე დანარჩენები.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობდა დაახლოებით 3 600 ადამიანი. მათ შორის იყვნენ კითხვის მოყვარულები და ისინიც, ვინც წიგნებს მხოლოდ სახლის დალაგების დროს ეხებიან.
შედეგად დამტკიცდა, რომ კითხვის მოყვარული ადამიანები 2 წლით უფრო მეტს ცხოვრობენ ვიდრე არამკითხველები. კვლევის მიხედვით, საპენსიო ასაკის კითხვის მოყვარულ ადამიანს უახლოესი 12 წლის მანძილზე გარდაცვალების 20%-ით ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე სხვა დანარჩენებს.
აღსანიშნავია რომ ასეთი შედეგი ფიქსირდება მხოლოდ წიგნის კითხვის დროს და არა ჟურნალ-გაზეთების კითხვის მოყვარულებში.
კვლევის შედეგებს მეცნიერები იმით ხსნიან, რომ წიგნის კითხვის დროს მცირდება სტრესის ზეგავლენა, ადამიანის ტვინი ახალგაზრდავდება და იზრდება მისი ინტელექტის დონე. კითხვა აფერხებს სიბერეს და ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას.
წყარო: adme.ru