საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,მეცნიერების პოპულარიზაციის” პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტოების კონკურსს აცხადებს.
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში:
- პირველ ნომინაციაში 2016 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის სამეცნიერო ფესტივალთან დაკავშირებული ფოტო ნამუშევრებისსაფუძველზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
- მეორე ნომინაციაში – 2015 წლის მეცნიერებისა და ინვოაციების საერთაშორისო კვირეულზე გადაღებული საუკეთესო ფოტოს საფუძველზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული კონკურსანტი.
პირველ ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტი მიიღებს 1250 ლარს, მეორე გამარჯვებული – 875 ლარს, მესამე გამარჯვებული კი 625 ლარს.
მეორე ნომინაციაში გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს 625 ლარს.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ამასთან ამოირჩევა 40 საუკეთესო ნამუშევარი და გამოიფინება სამეცნიერო ფესტივალის მსვლელობის დროს.
თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში სამეცნიერო ცხოვრების ამსახვები ერთი ან რამდენიმე (5-მდე) ფოტოსურათისგან შემდგარი სერია.
საკონკურსო ნამუშევრები უნდა აიტვირთოს ელექტრონულ მისამართზე http://mes.gov.ge/contest/#!Home.html
ნამუშევრების ატვირთვის ბოლო ვადაა 4 სექტემბერი.
გამარჯვებულებს დაჯილდოება გაიმართება 25 სექტემბერს.
დეტალები კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.