ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გაგებამდე სულ ცოტა დრო რჩება. თუმცა, მათ ვისაც გსურთ თსუ-ის სტუდენტი გახდეთ ან უბრალოდ მოგიწევთ რომ თსუ-ის სტუდენტი გახდეთ, რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ, რომლის სიცხადეშიც მალევე დარწმუნდებით, თუ რა თქმა უნდა, თსუ-ში ჩააბარებთ:
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
- ვისაც პირველ კორპუსში მოუწევს სწავლა, მალე მიხვდებით, რომ გაგიმართლათ;
- მეორე კორპუსელებს არ გაგიმართლათ, დანგრეულ 048-ს ვეღარ ნახავთ, მაგრამ არაუშავს, შეგიძლიათ ეწვიოთ მესამე კორპუსს;
- მესამე კორპუსელებს გაგიმართლათ – თუ მევალეს, ჯარს, ბინის მეპატრონეს ან ვინმეს ემალებით, მანდ ვერასდროს გიპოვიან;
- მეოთხე კორპუსელები ისეთ ადგილზე იქნებით, რომ ყველა სტუდენტი წინ ჩაივლის, მაგრამ არ ეცოდინებათ სად არის მეოთხე კორპუსი;
- მეხუთე კორპუსელ ბიჭებს გაუმართლათ – ჯგუფში ყველა გოგო გეყოლებათ. გოგოებსაც გაუმართლათ – გვერდით დანკინი აქვთ;
- მეექვსე კორპუსელებსაც გაგიმართლათ, გელას ქსეროქსი და კეკელიძის ლობიანი თქვენთან ყველაზე ახლოს იქნება;
- მაღლიველებზე ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ, სანამ უნივერსიტეტში მიხვალთ ჩვენი პოსტები გადაიკითხეთ, შეემზადეთ…
- განიველებზეც ვერ ვიტყვი ვერაფერს, უბრალოდ გირჩევთ, პირველ დღეს, პირველ სართულზე რომ შეხვალთ და გეტყვიან ეს მესამე სართულიაო – ნუ დაიბნევით, თქვენ ჯერ მაღლივის ბიბლიოთეკა არ გინახავთ;
- დანარჩენ კორპუსებზე არაფერია სათქმელი, ერთი დელისის მეტროსთანაა და მეორე სადღაც დიღომში, შემოგვეხმიანეთ, სად ხართ, როგორ ხართ, რას მოღვაწეობთ… თქვენც თსუ-ხართ : ))
წყარო: მაღლივის ფანკლუბი