სტაჟირება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის

დასაქმება

შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” აცხადებს 3 თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით კორპორატიული გაყიდვების სამსახურში.

☼ გსურს მაგისტრატურაზე ჩაბარება? შეარჩიე სამაგისტრო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, 300 არაგველის 24, თბილისი
სამუშაო საათები: 09:30-18:30, ორშაბათი-პარასკევი
ასაკი: 20-26 წელი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან შეიძლება უნდა იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია MS Office – ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, საძიებო სისტემების მოხმარების უნარი
  • გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაოს აღწერილობა:

  • კომპანიის პროდუქციისა და შეთავაზებების სრულყოფილად შესწავლა;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება ;
  • გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • საჯარო მონაცემების და ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გააგზავნონ რეზიუმე / CV შემდეგ მისამართზე: vacancy@socar.ge და გთხოვთ სასურველი ვაკანტური თანამდებობის დასახელება მიუთითოთ წერილის სათაურში (subject line), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები