ანაზღაურებადი ვაკანსია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის

დასაქმება

“ჩემი ოფისი” აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის სატელეფონო ნომერზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა;
  • საჭიროებისამებრ ზარების გადამისამართება;
  • ელექტრონული ფოსტის სისტემატური კონტროლი;
  • ოფისში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
  • საბუთების კონტროლი, მოწესრიგება;
  • საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
  • ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • დოკუმენტაციის და ოფიციალური წერილების შედგენა;
  • კომპანიის ადმინისტრაციის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ასაკი 20 წლიდან 28 წლამდე;
  • განათლება უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

  • თანამედროვედ აღჭურვილი სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • ანაზღაურება 500-600 ლარი.
  • გრაფიკი: 09:00-დან 18:00-ის ჩათვლით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: [email protected], 2016 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟიორი” ან “ოფისის მენეჯერი”. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები