სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე აცხადებს სტაჟირებას დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის სამსახურში.
ფუნქციები
- საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების გაცნობა;
- სამსახურის თანამშრომელთა ზედამხედველობით უშუალო მონაწილეობის მიღება სამსახურის უფლება – მოვალეობათა ფარგლებში განსახორციელებელ ისეთ ღონისძიებებში, როგორებიცაა: თანამედროვე საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და მათი საშუალებით მაცნეს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; მაცნეს ვებ – გვერდის გამართული ფუნქციონირება, ადმინისტრირება, მაცნეს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში; მაცნეს მიერ განსახორციელებელი მომსახურებისთვის თანამედროვე და ნოვაციური სისტემების მოძიება, შესწავლა და დანერგვა;
- სხვა ამოცანების შესრულება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს ან/და საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად განსახორციელებლად.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
დამატებით მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- ოპერაციული სისტემების: Windows XP 7/8/10 ცოდნა.
- კომუნიკაბელურობა;
- დროის მართვა, სისხარტე, ოპერატიულობა;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიზისა და გუნდში მუშაობის უნარი;
- დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 31 ივლისი.
თქვენი მონაცემების გასაგზავნად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.