აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრში 18 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება საზაფხულო სკოლა ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით.
სწავლება ინტერდისციპლინარულია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს. უპირატესობა მიეცემა A და B კატეგორიის შეფასების მქონე სტუდენტებს.
ორი კვირის განმავლობაში სტუდენტები მოისმენენ მოკლე სალექციო კურსებს შემდეგ საგნებში:
- აშშ-ს ისტორია,
- ამერიკის გეოგრაფია,
- აშშ-ს ეკონომიკა,
- ამერიკული ლიტერატურა,
- ამერიკული საზოგადოება და კულტურა,
- 1920-იანი წლების ამერიკა,
- ქალთა მოძრაობა აშშ-ში;
სასწავლო კურსის ბოლო დღე დაეთმობა სტუდენტთა სავალდებულო პრეზენტაციას სასურველ საგანში, რომელიც მან გაიარა საზაფხულო სკოლის პერიოდში. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოხდება სერთიფიკატების გადაცემა.
მსურველებმა ა/წ. 11 ივლისიდან 15 ივლისის დღის 12 საათამდე უნდა წარმოადგინონ თავიანთი CV და აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი, რომელსაც გასცემს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატი).
სწავლის პირობები: სწავლა უფასოა. საზაფხულო სკოლას სრულად აფინანსებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
სასწავლო პროცესი დაიწყება 9:00 საათზე და დასრულდება 15:00 საათზე. სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ლანჩით.
მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ამერიკის შესწავლის ცენტრის ბიბლიოთეკა და უნივერსიტეტის კომპიუტერული ბაზა.
გარდა სასწავლო პროცესისა, საზაფხულო სკოლა მოიცავს ერთდღიან ექსკურსიებს და საინფორმაციო ვიზიტს აშშ საელჩოში (თბილისში).
დოკუმენტების წარდგენა უნდა მოხდეს, როგორც ელექტრონულად მისამართზე: [email protected] ასევე ამობეჭდილი სახით ამერიკის შესწავლის ცენტრში (პერიოდიკის ბიბლიოთეკის გვერდით).
ტელეფონი: 25 02 10; 599 507769
ცენტრი ღიაა ყოველ დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 15:00 საათამდე.