განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2016 წელს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც:
- 2013, 2014 და 2015 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე;
- ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
- ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71 % -სა.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:
- სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;
- დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
- მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი.
- სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ სამინისტროში 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით. შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N4; ტელ – 24 53 78.
იხილეთ განცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, ასევე იხილეთ ქვეპროგრამის აღწერილობა.