საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამა დაფინანსებით ლისაბონში

გაცვლითი პროგრამები

ChangemakerXchange რობერტ ბოშის ფონდის დაფინანსებით 31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ლისაბონში მართავს სამიტს ახალგაზრდა სოციალური მეწარმეებისათვის.

სამიტზე მოწვეულები არიან ახალგაზრდები 40 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

მონაწილეობის ხარჯებს სრულად ფარავს ორგანიზატორი მხარე. ხარჯები მოიცავს მგზავრობას, შიდაგადაადგილებას,  სასტუმროში განთავსებას და კვებას, თუმცა მონაწილე იხდის მხოლოდ მონაწილეობის საფასურს 100 ევროს ოდენობით.

მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა, რათა შეძლოს პრეზენტაციის გაკეთება და დისკუსიებსში მონაწილეობა
  • ასაკი 18-30 წელი
  • ჩართული უნდა იყოს ახალგაზრდულ სოციალურ სამეწარმეო საქმიანობაში

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსოთ ონლაინაპლიკაცია.

აპლიკაციის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დედლაინი 13 ივლისი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები