სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს სტაჟიორების მიღებას ორ ვაკანტურ ადგილზე.

სამუშაოს აღწერა

  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ვიდეოგადაღებისას რესპოდენტების ჩაწერა;
  • პრეს-ცენტრის (სამმართველო) მიერ გადაღებული ვიდეო მასალიდან უცხოელი რესპოდენტების სინქრონების თარგმნა და გაშიფვრა;
  • თარჯიმნის არყოფნის შემთხვევაში მთარგმნელობითი საქმიანობის შეთავსება;
  • პრეს-ცენტრისათვის (სამმართველო)დახმარების გაწევა მედიამონიტორინგის განხორციელებაში.

სტაჟირების გავლა შეუძლიათ ბაკალავრის ან აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურის მეოთხე კურსის სტუდენტებს (სასურველია ჰუმანიტარული მიმართულება).

სტაჟირების მიზანია ხელი შეუწოს სტაჟიორის მომზადებას კვალიფიციურ კადრად და მისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული სტაჟიორისათვის 1-დან 3 თვემდე.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია) და წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გასაგზავნად გადადით ბმულზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 14 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საატესტაციო კომისიას მისამართზე ქ. თბილისი, დ. უზნაძის 52 ან დარეკეთ 2 200 220

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები