ხუთწლიანი მისიის შედეგად, Juno იუპიტერის მაგნიტოსფეროში შევიდა

აქტუალური

ნასას კოსმოსური აპარატი “ჯუნო”იუპიტერის მაგნიტოსფეროში შევიდა. კოსმოსური აპარატი ორბიტაზე გვიან ღამით დაჯდა და იქ 20 თვის განმავლობაში დარჩება.

ჯუნო NASA-ს უპრეცედენტო ინფორმაციას მოაწვდის იუპიტერის ძლევამოსილი გრავიტაციისა და მაგნიტური ველების შესახებ. მისიის მიზანია იუპიტერის წარმოშობის გამოკვლევა. ასევე Juno დაადგენს მყარი პლანეტარული ბირთვის არსებობის შესაძლებლობას, იუპიტერის მაგნიტური ველს, წყლისა და ამიაკის რაოდენობას ატმოსფეროში.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

დღეისათვის ჯუნო არის პირველი ხომალდი რომელმაც მიაღწია იუპიტერამდე. იუპიტერი მზიდან, დედამიწასთან შედარებით ხუთჯერ უფრო შორს მდებარეობს.

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა და მისია წარუმატებლად დასრულდებოდა, ხომალდი დაეცემოდა იუპიტერს, აღარ იქნებოდა უკან დაბრუნების შანსი.

აღნიშნული მისია დედამიწიდან 5 წლის წინ გაეშვა და იუპიტერის ორბიტაზე 2018 წლამდე დარჩება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები