სტუდენტურმა მოძრაობამ ,,აუდიტორია 115” განათლების სამინისტროში პლატფორმის შექმნის მიზნით საორგანიზაციო შეხვედრა, რომელიც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების საკითხებზე მუშაობდა, პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც ,,აუდიტორია 115-ის” ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ჩიხლამძემ, ,,სტუდენტურ ამბებთან” სუბრისას განაცხადა, ისინი სექტემბერში სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად აქციების ჩატარებას აპირებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი 30 ათასი ხელმოწერის შეგროვებასაც გეგმავენ, რათა პარლამენტმა დაიწყოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცლილებების მათ ვერსიაზე მსჯელობა.
,,ვეცდებით რომ ვიყოთ მაქსიმალურად ხმაურიანები იმიტომ რომ ბრძოლის ლეგალურმა გძებმა ჩვენდა სამწუხაროდ არ გაამრთლა” – აღნიშნა გიორგი ჩიხლაძემ.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
შეხვედრას რომელიც ,,აუდიტორია 115-მა” პროტესტის ნიშნად დატოვა, განათლების მინისტრის ნაცვლად, მისი მოადგილე, გიორგი შარვაშიძე, ესწრებოდა. შარვაშიძის თქმით, მათ ყველა დაპირება შეასრულეს, ხოლო რაც შეეხება პრალტფორმის შექმნას ეს მთავრობის მიერ იყო დავალებული.
,,დღეს დაარსდა პლატფორმა. შეხვედრაზე იყო 60-ზე მეტი სტუდენტი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, თუმცა მათმა ნაწილმა შეხვედრა დატოვა. ჩვენ არ ვაპირებთ გავაგრძელოთ ის პრაქტიკა, რომ გაუთავებელი მოლაპარაკების რეჟიმში გადავიდეთ. ჩვენ ამ შეხვედრაზე შევთანხმდით თუ როგორ ვიმუშავებთ. შემდეგი შეხვედრა ახლადაშენებულ საერთო საცხოვრებელში შემდეგ კვირას გაიმართება. საუბარი გვექნება იმაზე თუ როგორ გამოსწორდეს განათლების ხარისხი. ასევე საუბარი იქნება ავტონომიის და აკადმიური თავისუფლების შესახებ. ” განაცხადა შარვაშიძემ.
მიუხედავად იმისა რომ მინისტრი შეხვედრას არ დასწრებდა, მან ამ საკითხებზე კომენტარი მედიასთან გააკეთა და აღნიშნა რომ მაქსიმალურად შეეცდება იმ სტუდენტების ნაწილის კონსტრუქციულ რეჟიმში გადმობირებას, რომელთაც დღევანდელი შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი