პრემიერის დავალებით შეიქმნება პლატფორმა, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის დახვეწაზე იმუშავებს

აქტუალური

მთავრობის დავალებით შეიქმნება პლატფორმა, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის, მათ შორის, თვითმმართველობის სისტემის დახვეწაზე იმუშავებს – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე დასვა საკითხი მთავრობის დავალებით შეიქმნას ის პლატფორმა, რომელიც განათლების სისტემის დახვეწაზე იმუშავებს, მათ შორის, თვითმმართველობის სისტემის დახვეწაზეც.

“პრემიერის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, ამ შემთხვევაში მთავრობის დავალების ფორმით, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კანონზე, რომელიც უნდა იყოს ახლანდელთან შედარებით გაუმჯობესებული და შემდეგ წარედგინოს დასამტკიცებლად. ეს ძალიან რთული სამუშაო პროცესია. განხვავებები ჯერჯერობით არსებობს კანონის ფორმულირებასთან დაკავშირებით და ასევე ძალიან მნიშვენლოვანია რომ ჩვენ სტუდენტების ცალკეული ერთი ან ორი ჯგუფის ინტერესებს კანონში ამ შემთხვევაში ვერ ავსახავთ, მთელი უმაღლესი განათლების სისტემის ინტერესი უნდა იყოს მოქცეული,” – განაცხადა ჯეჯელავამ.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

,,სტუდენტური ამბების” კითხვაზე, რატომ გაიწელა პროცესები მინისტრმა უპასუხა რომ  აქამდე საკითხი კონცენტრირებული იყო მხოლოდ თვითმმართველობის თემაზე, რომელიც ყველაზე მეტად მტკივნეული იყო, კანონი კი არ არის ერთი უნივერსიტეტის საკუთრება, ეს ეხება ყველას.

“პლატფორემის საკითხი არის ძალიან პრინციპული ჩვენ არ შეგვიძლია ვინმეს აზრი გავითვალისწინოთ და ვინმესი არა. პრემიერმა ჩამომითვალა ის თემები რაც აქტუალურია სტუდენტებისთვის. ჩვენც დავამატებთ და შევქმნით დღის წესრიგს,  რომელიც აქტუალური იქნება სტუდენტებისთვის”- აღნიშნა ჯეჯელავამ.

ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები