ვაკანსია სტუდენტებისთვის საზაფხულო ბანაკის ლიდერის პოზიციაზე

დასაქმება

სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” აცხადებს შერჩევას შაორის “მომავლის ბანაკის” ლიდერის პოზიციაზე.

ინფორმაცია შაორის მომავლის ბანაკის შესახებ:

☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურთან ერთად ახორციელებს შაორის “მომავლის ბანაკს”, რომლის ფარგლებშიც 4 დღის მანძილზე, 18-29 წლის ასაკის ახალგაზრდებს დაბა შაორის ტერიტორიაზე არსებულ ბანაკში საშუალება მიეცემათ, სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობის გზით მიიღონ არაფორმალური განათლება.

დღის განმავლობაში ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ ტრეინინგები, დღის მეორე ნახევარი კი დატვირთული იქნება, სპორტულ-გასართობი აქტივობებით.

  • ბანაკის დაწყების სავარაუდო თარიღია – 15 ივლისი;
  • ნაკადის რაოდენობა – 10;
  • ნაკადის ხანგრძლივობა – 4 დღე;
  • თითოეული ნაკადის ბენეფიციართა რაოდენობა – 128
  • თითოეული ნაკადის ლიდერთა რაოდენობა – 8.
  • ბანაკში მონაწილეები დაიყოფიან ოთხ ჯგუფად, რომელთაც სტრუქტურის თანახმად ჰყავთ ორი ლიდერი(ერთი გოგო და ერთი ბიჭი).

მოვალეობები:

  • ბანაკის პროგრამის და შინაგანაწესის ცოდნა;
  • ლიდერთა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
  • ბანაკის პროგრამისა და დაგეგმილი აქტივობების განხორციელება;
  • ტრეინინგების ჩატარება;
  • ჯგუფისთვის საჭირო ინვენტარის ჩაბარება (მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე), ზედამხედველობა, მონიტორინგი და ნაკადის ბოლოს ბანაკის საწყობის უფროსისათვის მისი დაბრუნება;
  • ბანაკის ტერიტორიის შესწავლა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ზომების მიღება, საევაკუაციო გეგმის ცოდნა;
  • ბანაკის ხელძღვანელობასთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გაცვლის მიზნით;
  • ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება ნებისმიერი წინააღმდეგობისა და ჯგუფში არსებული რაიმე სახის პრობლემის შესახებ;
  • ლიდერთა ყოველდღიურ შეხვედრებზე დასწრება;
  • ჯგუფის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში;
  • ბანაკის მონაწილეთა ჩართულობის ყოველდღიური და საბოლოო შეფასება;
  • სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება;
  • საკუთარი ჯგუფში ბანაკის რეჟიმის, წესების, ქცევის ნორმებისა და შინაგანაწესის უზრუნველყოფა;
  • ბანაკის მონაწილის ან მონაწილეთა ჯგუფის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება;
  • ბანაკის მონაწილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება და მედიკამენტის გაცემისაგან თავის შეკავება ექიმის ნებართვის გარეშე;
  • უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 20-29 წლის აქტიური ახალგაზრდა, რომელსაც აქვს მოტივაცია, სურვილი და შესაძლებლობა, გახდეს ახალგაზრდული ბანაკის ლიდერი;
  • სასურველია 18-25 წლის ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან უმაღლესდამთავრებული;
  • სასურველია ტრენერობისა და ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება;
  • სასურველია ბანაკში მონაწილეობის გამოცდილება;
  • ზოგადი ცოდნა ბანაკის თემატიკის ირგვლივ;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
  • კრეატიულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

ლიდერების ანაზღაურება:

  • ბანაკის ცალკეულ ნაკადზე (4 დღე)- 200 ლარი (დარიცხული);
  • ლიდერების სამუშაო და საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრება შაორის “მომავლის ბანაკი”;
  • ლიდერები უზრუნველყოფილნი იქნებიან ოთხჯერადი კვებით.
  • ლიდერთა უფასო, გადასამზადებელ, სამდღიან ტრეინინგში მონაწილეობა

საჭირო დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი;

შერჩევის ეტაპები:

  • ჯგუფის ლიდერების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
  • კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა და გადარჩევა;
  • გადარჩეული კანდიდატების სამდღიანი გადამზადების კურსი/ტრეინინგი
  • ფინალური დავალება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან შაორის “მომავლის ბანაკის” ლიდერები.

საბოლოოდ შერჩეულმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • ფოტოსურათი (¾-ზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ჯანმრთელობის ცნობა;
  • ნასამართლეობის ცნობა;
  • ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან დიპლომის ასლი;
  • ნარკოლოგიურის ცნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, СV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: shaorileader@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 186987

სააპლიკაციო ფორმის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 ივნისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები