სტუდენტებისთვის ყაზბეგში ვორქშოპი გაიმართება

აქტუალური

2016 წლის 29-31 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ყაზბეგში, ილიაუნის კვლევით ცენტრში, გაიმართება სტუდენტური ვორკშოპი თემაზე: „სოციალური მოძრაობები საქართველოში? – პროტესტის დინამიკა 2000-2016 წლებში“. ვორკშოპის მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის წესით.

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები და პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ნებისმიერი საფეხურისა და მიმართულების სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, არაუგვიანეს 2016 წლის 30 ივნისისა, ელექტრონულ მისამართზე cscp@iliauni.edu.ge უნდა გაგზავნოთ რეზიუმე (CV) და იმ მოხსენების აბსტრაქტი (არაუმეტეს 300 სიტყვისა), რომელსაც ვორკშოპზე წაიკითხავთ. ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს MS Word ფორმატში (Sylfaen, 12).

☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სტუდენტური ვორკშოპის შესახებ:
მოდერნული სოციალური მოძრაობები – როგორც ჯგუფებისა და ორგანიზაციების მობილიზებული ქსელები, რომლებიც ცდილობენ სოციალური ტრანსფორმაციის გამოწვევას ან შეჩერებას პროტესტის საშუალებით – თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვანი ელემენტია. კურსის მიზანია მსჯელობა საკითხზე, თუ რა ფორმით არსებობს ეს ელემენტი თანამედროვე საქართველოში და ხდება თუ არა თანამედროვე სოციალური მოძრაობების ჩამოყალიბება პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ჩატარების დრო: 29-31 ივლისი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის კვლევითი ცენტრი ყაზბეგში
სამუშაო ენა: ქართული
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ივნისი.

დეტალებთან დაკავშირებით, შერჩეულ ავტორებს ინფორმაციას მიაწვდიან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2016 წლის 5 ივლისამდე. თავად სემინარის განმავლობაში შეირჩევიან ავტორები, რომლებმაც საკუთარ მოხსენებაზე დაყრდნობით უნდა დაწერონ აკადემიური სტატია სამეცნიერო სტატიების კრებულისთვის.

ვორკშოპი ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ჩარჩოში შვეიცარიულ უნივერსიტეტებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები