IELTS-ისთვის მოსამზადებელ უფასო კურსზე მიღება დაიწყო

გაცვლითი პროგრამები

კემბრიჯის უნივერსიტეტი აცხადებს IELTS საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელ ონლაინკურსზე მიღებას.

კურსი სრულიად უფასოა და გათვლილია არაინგლისურენოვანი ადამიანებისთვის, ვისაც სურს საზღვარგარეთ სწავლა და შესაბამისად ამისათვის სჭირდება IELTS სერტიფიკატის მისაღები გამოცდის ჩაბარება.

კურსის ხანგრძლივობაა 5 კვირა, მეცადინეობა კვირაში 3-ჯერ.

კურსს შექმნილია იმ ექსპერტების მიერ, ვინც IELTS-ის ტესტების შედეგნაში მიიღო მონაწილეობა.

☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

კურსის ფარლგებში მსენელები შეიტყობენ რაზე გაამახვილონ ყურადღება ტესტის წერისას, რას აქცევენ მეტ ყურადღებას გამომცდელები და ზოგადად როგორ უნდა მოიქცეთ ტესტის წარმატებით ჩასაბარებლად.

საკითხები შეეხება ტესტის ოთხივე ნაწილს – Speaking, Listening, Writing, Reading.

კურსს უძღვება ენების მკლვევარი პროფესორი Gad Lim.

იმისათვის რომ კურსი წარმატებით დაძლიოთ სასურველია რომ თქვენი ინგლისურის ცოდნა შეესაბამებოდეს მინიმუმ B1 დონეს.

ვინც გადაწყვეტთ ამ კურსის გავლას, გადადით ლინკზე,  დარეგისტრირდით, მიუთითეთ სასურველი კურსი და მას შემდეგ რაც კურსი დაიწყება შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში და იხილოთ სასწავლო მასალები.

სწავლა იწყება 12 სექტემბრიდან.

მსურველებს კურსის ბოლოს შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, როგორც ელექტრონული ისე ნაბეჭდი ვერსიები.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები