9 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა რიგით მეორე შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, ალექსანდრე ჯეჯელავასა და აუდიტორია 115-ს შორის, რომლის შემდეგაც გაიმართა აუდიტორია 115-ის საერთო კრება.
შეთანხმებისამებრ, მას შემდეგ, რაც აუდიტორია 115-მა კიდევ ერთხელ დააკონკრეტა და დააზუსტა თავისი მოთხოვნები, ,,აუდიტორია 115” ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მთავრობის სხდომაზე გატანას, რაზეც მათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან თანხმობა უკვე მიიღეს.
აღნიშნული შეთანხმების შესრულების შემდეგ, ახალი და პრობლემური საკითხების წამოჭრის შემთხვევაში, აუდიტორია 115 მზად არის, პრობლემების გადასაჭრელად იმუშაოს პლატფორმის ფარგლებში.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მინისტრთან შეთანხმებით, აუდიტორია 115 კიდევ ერთხელ აყალიბებს ოთხ მთავარ მოთხოვნას:
- შევთანხმდით, რომ ფაკულტეტის საბჭოსა და სენატში სტუდენტი წევრების არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
- რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ უნდა ჰქონდეს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
- თვითმმართველობის არსებული მოდელი უნდა გაუქმდეს; უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 45-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობას, გარკვეული დათქმებით გადავა გარდამავალ დებულებაში, რომელზე შეთანხმებაც უახლოეს დღეებში უნდა შედგეს;
- შეიქმნას პლატფორმა, განათლების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომლის პირველი სამუშაო თემა იქნება გარე რეფერირება და მისი დანერგვის მექანიზმები.