უფროსებისგან ხშირად გაგვიგია, რომ უნივერსიტეტში ისინი საუკეთესო დროს ატარებდნენ. განუწყვეტლივ გვესმის სახალისო შეკრებებისა და ლაშქრობების ისტორიები და თავს კითხვას ვუსვამთ, ჩვენ რატომ ვერ ვგრძნობთ ისეთივე აღფრთოვანებას უნივერსიტეტის პირველი წლებისგან, რატომ არ შეგვიძლია ამ პერიოდის ჩვენს საუკეთესო წლებად შერაცხვა და რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ საუკეთესო ჯერ მხოლოდ წინაა. საქმე ისაა, რომ ლოდინი არაფრის მომცემია დროა თვითონვე გავიხალისოთ ცხოვრება. even- ების ლოდინის მაგივრაად ჯობს თვითონვე გამოვიჩინოთ ინიციატივა, ამიტომაც გთავაზობთ წვეულებისა, უფრო სწორედ კი სტუდენტური ნაბახუსევის მიზეზის დაგეგვმის სქემას:
თუ თქვენ გსურთ ხარისხიანი და საფუძვლიანი ღონისძიება დაგეგმოთ, ჯობს დაგეგვმის დაწყება 2-3 კვირით ადრე. პირველ ეტაპზე, სხვადასხვა ონლაინ საშუალება გვთავაზობს შემდეგი პუნქტების გათვალისწინებას:
• სტუმრებიის სია
• ღონისძიების თემატიკა
• მოსაწვევბის დაგზავნა
• მენიუს დაგეგმვა
• დამხმრეთა მობილიზირება
ჩვენს რეალობაში რამდენიმე პუნქტი ნამდვილად საყურადღებოა. განვიხილოთ სათითაოდ. იმის გადაწვეტა თუ რომელი კონტიგენტის ნახვა და ერთად თავშეყრა გვინდა ნამდვილად ძალზედ მნიშვნელოვანია. თემატიკის პუნქტი გასათვალისწინებელია მხოლოდ მასშტაბური საუნივერსიტეტო ყრილობის ორგანიზებისას, იმ შემთხვევაში თუ თქვენ უბრალოდ 20-30 თანაკურსელთან სასიამოვნო საღამოს გატარება გსურთ, უპრიანია ზედმეტად არ გაართულოთ და არ დატვირტოთ შეკრება თემატიკიტა და დრესკოდით. 21-ე საუკუნეში, როდესაც სოციალური ქსელები ბატონობენ ადამიანებზე ტრადიციული მოსაწვევის მნიშვნელობა სრულიად ნომინალური გახდა,ამიტომაც გრანდიოზული ოფიციალურობის გარდა სხვა შემთხვევებში სრულიად საკმარისია facebook-ზე “event“-ის შექმნა ან უბრალოდ შეტყობინების დატოვება, შესაძლებელია ასევე პირადად მოპატიჯება, მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელ დღეს ინფორმაციის გავრცელებისა და კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს. საკვები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სტუდენტური party-ს დაგეგვმისას, მაგრამ ნამდვილად არ არის პირველადი საზრუნავი. აქაც ბუნებრივია ყველაფრი მასშტაბზეა დამოკიდებული, სახლსა ან აგარაკზე მოწყობილი “party” არ საჭიროებს დელიკატესებსა და რთულად მისართმევ საკვებს, საუკეთესო ვარიანტია მოაწყოთ ფურშეტი გაწყობილი ისეთი საჭმლით, რომლის მირთმევაც იქნება კომფორტული ნებისმიერ ლოკაციასა თუ პოზაში. დამხმარეთა პუნქტი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ზემოთ ჩამოთვლილთაგან, ჯერ ერთი, ეს არის მორალური მხარდაჭერა, თუ თქვენ რამეს უნივერსიტეტისთვის გეგმავთ ეს აგრეთვე პასუხისმგებლობას ამსუბუქებს, ასევე რთულია ცალკეულად შენს გემოვნებას ენდო, ამიტომაც ყველაზე მცირე შეკრების მოწყობისასაც კი დაიხმარეთ მეგობრები ან მსგავს საკითხებში გამოცდილი კურსელები ან ნაცნობები.
მეორე ეტაპზე საიტი realsimple.com იუწყება რომ საჭიროა:
• ჭურჭლისა და სასადილო აქსესუარების მოწესრიგება
• playlist-ის შერჩევა
• პირველ “შოპინგზე” წასვლა
იმ შემთხვევაში თუ თქვენი თავშეყრის ლოკაციის არჩევანი სახლზე შეჩერდა ჭურჭელი ნამდვილად გასათვალისწინებელი საკითხია, დარბაზისა თუ სხვა ფართის ქირაობა თქვენ ამ პუნქტისგან ნამდვილად გათავისუფლებთ. playlist – ი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი მთელ სიაში, თუ არ ვარგა მუსიკა თქვენი წვეულება სავარაუდოდ კრახით დამთავრდება. დაიქირავეთ dj ან უბრალოდ დაგუგლეტ უახსელი ხიტები და საცეკვაო მელოდიები.
საკმაოდ საჭვოა, რომ მეგობრების სანახავად ვინმე 2 კვირით ადრე დაიწყებს საკვების შეძენას ამიტომ უკანასკნელი პუნქტის უგულებელყოფა ნამდვილად შეიძლება.
წვეულებამდე ერთი კვირით ადრე გათვალისწინებულია შემდეგი to do list – ი
• სახლის დალაგება
• ოთახის მოწყობა
• ბარის მომარაგება
სახლის დალაგების პუნქტს ვერსად გავექცევით, ამ პროცესთან ერთად კი შეიძლება ავეჯის გადაადგილებაც, მსხვრევადი და ძვირფასი ნივთების შენახვა ნამდვილად სასურველია. რაც შეეხება სასმელს, თქვენ შეგიძლიათ ეს პუნქტი ბოლო დღესაც მოაგვაროთ, ან სტუმრებს • • სთხოვოთ რამე შესაბმამისის წამოღება.
წვეულებამდე სამი დღით ადრე:
•გააფრთხილეთ მეზობლები
•მორთეთ სახლი
•მოამზადეთ ადგილი ქურთუკებისთვის
სახლის მორთვის პუნქტი არ არის აუცილებელი, ხოლო მეზობლებთან წინასწარი შეთანხმება კი ნამდვილად სასურველია, თუ თქვენ არ გინდათ უსიამოვნობები.
წვეულების დღესვე:
•დაასრულეთ საკვების მომზადების პროცესი
•დაალაგეთ სკამები და მაგიდები
•გადახედეთ სახლს კიდევ ერთხელ
•გააწყვეთ მაგიდა
•დახვდით სტუმრებს
ხსენებული საკითხები არ საჭიროებს ზედმეტ ახსნას, ეს არის ყველანაირი წვეულების საკვანძო მომენტები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია.
რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები მნიშვნელოვანია, მაგრამამ უმთავრესია მაინც კარგი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან ერთად, ამას კი სულაც არ სჭირდება იდეალურად გაწყობილი მაგიდა და მორთული სახლი.