სტუდენტური მოძრაობა ,,აუდიტორია 115″ მათ მიერ დაკავებული თვითმმართველობის ოთახების დატოვებას არ აპირებს და ოთახებში სალექციო სივრცის მოწყობის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ,,აუდიტორია 115-ის ” წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებებზე არ აპირებენ დათანხმებას და არც ოთახებს დატოვებენ, მანამ სანამ იქ სალექციო სივრცე არ მოეწყობა.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, მაშინ როცა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მათ ძალადობრივი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს უმჯობესია გამოიძიონ ის ინციდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა თსუ-ის ფოიეში.
გარდა ამისა, ,,აუდიტორია 115″ მთავრობასა და განათლების სამინისტროს სთხოვს დააჩქაროს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა, მთავრობის სხდომაზე გატანა და კანონის საბოლოო სახით მიღება.
ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი