ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებისთვის აწესებს ლიტვის სახელმწიფო სტიპენდიებს სამაგისტრო პროგრამებზე.
ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 380 ევროს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში. სწავლის საფასურს სრულად ფარავს სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა.
მოთხოვნები:
- აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი;
- აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ოფიციალური ჩარიცხვის ცნობა სრულ სამაგისტრო პროგრამაზე ლიტვის რომელიმე უმაღლესი სასწავლებლიდან.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის (კაუნასი, ლიტვა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი გთავაზობთ 2 ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას:
- მოლეკულური ბიოლოგია და ბიოტექნოლოგია;
- ენერგეტიკა და გარემო.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულად.
დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ბმულზე.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა: 2016 წლის 10 ივლისი.