2007 წლის შემდეგ, წელს სტუდენტურმა თვითმკვლელობებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ხშირად ის, რასაც სტუდენტები დაეძებენ არის თავის დაღწევა ისეთი გრძნობებისა თუ სიტუაციებისგან, რომლებიც მათ გადაუჭრელად და გაუქარწყლებლად მიაჩნიათ. ასეთი ადამიანები თავს შეშინებულად, უიმედოდ და უსუსურად გრძნობენ.უმრავლესობა შემთხვევაში მათ სინამდვილეში სიკვდილი კი არ სურთ, არამედ უბრალოდ პრობლემებისგან გაქცევა, ამის განსახორციელების ერთადერთ საშუალებად ისინი სწორედ სუიციდს მიიჩნევენ.
უმნიშვნელოვანესია, ამ საკითხის მოსაგვარებლად გავიგოთ, თუ რა უბიძგებთ სტუდენტებს, რომლებმაც ცხოვრება ახლახანს დაიწყეს, შეწყვიტონ არსებობა ასეთ ადრეულ ეტაპზე. შემდეგ კი შევეცადოთ არ დავაშვებინოთ მათ მსგავსი შეცდომა.
- მარტოობა – ვითარდება ისეთ გრძნობად, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ არავის აწუხებს იქნება იგი ცოცხალი თუ მკვდარი. თვითმკვლელი თავს შეიძლება მარტოდ და იზოლირებულად გრძნობდეს
- უიმედობისა და უსუსურობის გრძნობა – როდესაც სტუდენტი გრძნობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რას გააკეთებს, იგი ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას და მას ამაში ვერავინ დაეხმარება.
- უსარგებლობის გრძნობა – ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ისინი არ იმსახურებენ ზრუნვასა და ყურადღებას, მათ აქვთ დაბალი თვითშეფასება, ისინი არასდროს იღებენ კომპლიმენტებსა და შექებას.
- დეპრესია – კლინიკურ დეპრესიაში მყოფი ადამიანები თავსა და სხვებს ძალზედ ნეგატიურად აღიქვამენ. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები უდავოდ დამახასიათებელია ამ მდგომარეობისთვის.
- გეგმების ჩაშლა – განსაკუთრებით კი, როდესაც გეგმები პირად სფეროს ეხება. მაგალითად, პრობლემები უნივერსიტეტში, მტკივნეული განშორება, ან აკადემიური წარუმატებლობა. შედეგად სტუდენტი თავს არაადეკვატურად და დამარცხებულად გრძნობს.
- სტრესი – აკადემიური ზეწოლა, პროექტის ჩაბარების ვადები, ტესტები და შუალედურები გაუსაძლის ტვირთად აწვება სტუდენტს. კემბრიჯში ჩატარებული დაკვირვებით საგამოცდო პერიოდში თვითმკვლელობების რიცხვი 2-ჯერ იზრდება.
- სიბრაზე – ხანდახან თავს იკლავენ სწორედ ისინი, რომლებიც ძალიან გაბრაზებულნი არიან ან შურისძიება სურთ.
- ალკოჰოლი და ნარკოტიკები – ისინი, რომლებიც მოიხმარენ მსგავს საშუალებებს ხშირად არ აფასებენ თავისი ქმედებების რისკს შესაბამისად, მათი საქციელი ხშირად ზედმეტად იმპულსური და დაუფიქრებელია.
- მენტალური ან ფსიქიკური დაავადებები.
- გადაღლილობა – როდესაც პრობლემები სტუდენტს რამდენიმე მხრიდან ერთდროულად აწვება, მან შეიძლება უბრალოდ ვერ გაუძლოს ტკივილსა და დატვირთვას.