ანჯელინა ჯოლი ლონდონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სალექციო კურსს წაიკითხავს

აქტუალური

ანჯელინა ჯოლი ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, London School Of Economics, ლექციების კურსს წაიკითხავს.

ჯოლი, როგორც უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ლექციებს ქალების პრობლემებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების თემებზე ჩაუტარებს.

☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი მუდმივად სტუმრობს ამა თუ იმ ქვეყნის გაჭირვებულ საზოგადოებას. შესაბამისად, კურსის ფარგლებში, ის სტუდენტებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას.

,,მოხარული ვარ რომ მომიწია ამ სამაგისტრო პროგრამის შედგენა. ვიმედოვნებ რომ სხვა უმაღლესი სასაწავლებლებიც აყვებიან ამ ინიციატივას, რადგანაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობის შემცირება კონფლიქტურ რეგიონებში. მზად ვარ სტუდენტებს ვასწავლო და გავუზიარო საკუთარი გამოცდილება”, – აღნიშნავს ანჯელინა ჯოლი.

წყარო:  independent.co.uk

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები