“პსპ აფთიაქი” აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის თანამდებობაზე გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტში.
ფუნქცია/მოვალეობები:
- მარკეტინგული აქციების განხორციელებაში მონაწილეობა;
- მარკეტინგული კომუნიკაციების მართვაში მენეჯერის ასისტირება;
- აფთიაქებში განხორციელებული სხვადასხვა სარეკლამო აქტივობების მართვა;
- მარკეტინგულ კვლევებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარკეტინგში/ბიზნესის ადმინისტრირებაში, სოციალურ მეცნიერებებში, ფსიქოლოგიაში
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის)
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
უნარები და პიროვნული თვისებები:
- კრეატულობა
- ინიციატივიანობა
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
- გუნდში მუშაობის უნარი
პირობები:
- სტაჟირების ვადა – 3 თვე
- სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსთან ერთად. სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 1 ივნისი.