თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტები თანამდებობებს ტოვებენ

აქტუალური

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური და ვიცეპრეზიდენტები, პაატა ბახტურიძე და თორნიკე ცინაძე დღეიდან თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ისინი საგანგებო განცხადებას დღეს 5 სთ-ზე გააკეთებენ.

გარდა ამისა, როგორც ,,სტუდენტურ ამბებთან” საუბრისას შალვა საბაურმა განაცხადა, მათვე მიიღეს გადაწყვეტილება მაისში ჩასატარებელი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები არაუმეტეს 6 თვის ვადით გადადონ. როგორც საბაური განმარტავს, მათი თანამდებობების დატოვების შემდეგ თვითმმართველობას მოვალეობის შემსრულებელი უხელმძღვანელებს.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

რაც შეეხება მოვალეობის შემსრულებლის არჩევას, შალვა საბაურის ინფორმაციით, მას სავარაუდოდ დღეს 7 საათზე დელეგატთა საერთო კრებაზე აირჩევენ. მისივე თქმით, მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე სავარაუდო კანდიდატები არიან თვითმმართველობის წევრები, შოთა კეჟერაშვილი, ტატო ირემაძე და ბახვა კვირიკაშვილი.

ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები