10 რამ, რაც უნივერსიტეტის დამთავრებამდე უნდა გავაკეთოთ

აქტუალური

სტუდენტობა ის პერიოდია, როდესაც ადამიანი თავისი ძალისა და ენერგიის ზენიტშია. აუცილებელია, სწავლის წლების ისე გატარება, რომ დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში არ მოგბეზრდეთ მათი გახსენება. ამისთვის გთავაზობთ ე.წ Bucket List-ს უნივერსიტეტის დამთავრებამდე.

  1. გადაიღეთ სურათები იმ ადამიანებთან, რომლებმაც თქვენი საუნივერსიტეტო ცხოვრება შეცვალეს
    ეს შეიძლება იყოს პროფესორი, ადმინისტრაციის წევრი, უფროსკურსელი,რომელიც თქვენ საშინაო დავალებების წერაში გეხმარებოდათ ან ახლად შეძენილი მეგობარი. დარწმუნდით, რომ მოგონებები ამ ადამიანების შესახებ მუდმივად თქვენთან დარჩება.
  2. მადლობა გადაუხადეთ თქვენს საყვარელ ლექტორს.
    საკმაოდ დიდია, იმის შანსი, რომ კონკრეტულმა ლექტორმა თქვენდამი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა. არ დაგავიწყდეთ მისწეროთ მას სამადლობელო წერილი, დაუტოვოთ პატარა საჩუქარი, ან უბრალოდ დაელაპარაკოთ.
  3. გასინჯეთ ყველა სახის საკვები თქვენი კამპუსის კაფეტერიაში (თუ არ გაქვთ კაფეტერია, სტუდენტებს შორის პოპულარულ, ახლომდებარე კაფეში)
    თუ რამე კერძი გამოგრჩათ, მოიკრიბეთ ძალ-ღონე და აუცილებლად გამოასწორეთ ეს შეცდომა უნივერსიტეტის დამთავრებამდე.
  4. გადაიღეთ სურათი თქვენთვის ყველაზე საყვარელ ადგილას კამპუსში
    ეს სურათი 5, 10 და 20 წლის შემდეგაც აღძრავს თქვენში თბილ გრძნობებს.
  5. დარწმუნდით,რომ უნივერსიტეტის ყველა კუთხე-კუნჭული გაქვთ მოვლილი 
    ასეთი შესაძლებლობა თქვენ აღარასდროს მოგეცემათ, არ დაიტოვოთ უკმარისობის გრძნობა.
  6. აკოცეთ იმას, ვისი კოცნაც ყოველთვის გინდოდათ
    ამ პუნქტს არ სჭირდება ზედმეტი ახსნა, უბრალოდ შეასრულეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც გინდათ, გამოიყენეთ უკანასკნელი შანსი. დაიმახსოვრეთ, რომ მომავალში თქვენ ამის შეუსრულებლობას უფრო ინანებთ, ვიდრე კონკრეტული საქციელის ჩადენას.
  7. ჩაეწერეთ რაიმე სექციაში, რომლის შესახებაც არაფერი იცით
    თქვენ, ხომ უნივერსიტეტში სწორედ იმიტომ დადიხართ, რომ ახალი უნარჩვევები გამოიმუშავოთ. ჩაეწერეთ ისეთ სპორტულ, კულტურულ ან პოლიტიკურ კლუბში, სადაც დარწმნებული ხართ, რომ რამე ახალს ისწავლით.
  8. გახდით მოხალისე
    გააკეთეთ რამე თქვენი უნივერსიტეტისთვის, დაეხმარეთ პირველკურსელებს, მოაწყვეთ შეჯიბრი ან უბრალოდ იყავით უნივერსიტეტის ცხოვრებაში აქტიურად ჩართული.
  9. დათვერით!
    სტუდენტობა სწორედ ის პერიოდია, როდესაც დროა გამოსცადოთ ცხოვრება და თქვენი თავი, გაიგოთ თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, ყველაფერი ზემოთქმული კი გამოცდილებას მოაქვს.
  10. ჩაიდინეთ ისეთი რამ, რასაც ინანებთ
    რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებლად ჟღერს, მაგრამ რამდენიმე წლის მერე თქვენში ეს გამოცდიება გულწრფელი ღიმილის გარდა სხვა არაფერს გამოიწვევს.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები