European Youth Rural Forum (ERYF) იწვევს 16-25 წლამდე ახალგაზრდებს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად უნგრეთში, ქალაქ კეჩკემეტში.
ფორუმში მიწვეულები არიან ახალგაზრდები ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლებიც ინტერესდებიან გარემოს დაცვითი და სოციალური მდგრადობის საკითხებით.
საზაფხულო უნივერსიტეტის მიზანია სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარონ მათ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა და სამუშაო პრაქტიკა.
საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან ვორქშოპებში, ჩაუტარდებათ ლექციები და ექსკურსიები.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მონაწილეობის საფასური ქართველი სტუდენტებისთვის არის მხოლოდ 40 ევრო, დანარჩენი ნაწილი ფინანსდება უნგრეთში აშშ-ის საელჩოს მიერ.
მონაწილები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით, სამჯერადი კვებით, შიდატრანსპორტირებით.
რაც შეეხება სავიზო მოსაკრებელს და მგზავრობის ხარჯს, ის მონაწილემ თავად უნდა დაფაროს.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ ონლაინაპლიკაცია.
აპლიკაციის შევსების დედლაინი 14 ივნისი
დეტალური ინფორმაცია და პროგრამა იხილეთ აქ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორებს Zsuzsanna Fodor _ [email protected]; Attila Katona _ [email protected]