ვაკანსია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის

დასაქმება

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“ (www.ibaz.ge) აცხადებს კადრების შერჩევას სტუდენტებისათვის შემდეგი მიმართულებით:

  • მარკეტინგი და სტრატეგიული დაგეგმვა;
  • საკრედიტო და დოკუმენტალური ოპერაციები;
  • ბუღალტრული აღრიცხვა;
  • ფინანსური ანგარიშგება;
  • კლიენტთა მომსახურება;
  • რისკების მართვა;
  • ხაზინა.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

აუცილებელი მოთხოვნები: კანდიდატი უნდა იყოს შესაბამისი მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და კარგად ფლობდეს რუსულ და ინგლისურ ენებს.

შერჩევის პირველ ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნეს კანდიდატის CV (ინგლისურ ან რუსულ ენაზე) მეილზე: Tamar.G@ibaz.ge ფოტოსურათთან ერთად.

CV-ს წარმოდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 10 მაისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები