ტრამპი არჩევნების შემდეგ სასამართლოს წინაშე წარსდგება

აქტუალური

არჩევნების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი სასამართლოს წინაშე წარსდგება, მას და მის აწ უკვე დაკეტილ Trump University-ს, რომელიც უძრავ ქონებასთან მუშაობის სწავლებას უზრუნველყოფდა, წარუყენეს ბრალდება სტუდენტებმა, რომლებიც თავს მოტყუებულად გრძნობენ.

ბრალდება ტრამპსა და მის უნივერსიტეტს წარუყენეს სტუდენტებმა, რომელთა აზრითაც, უნივერსიტეტი ჰპირდებოდა მათ “ესწავლებინა წარმატების საიდუმლოებანი უძრავი ქონების სფეროში.”, რაც არ  შესრულდა. მთავარი პრეტენზია იმაში მდგომარეობდა, რომ უნივერსიტეტი აიძულებდა სტუდენტებს სულ უფრო “მეტი და მეტი ეყიდათ”,მაგრამ სემინარები და გაკვეთილები, რომელთა საფასურიც 35000$ იყო, უშედეგო აღმოჩნდა. მათ არ გააჩნდათ არავითარი ღირებულება და ჰქონდათ მხოლოდ “ინფომერშიალსის” ( რეკლამა,რომელიც ინფორმაციის სახით არის მიწოდებული). სახე.

სასწავლებელი,როგორც სარჩელში წერია, ჰპირდებოდა სტუდნეტებს,რომ სწავლის დასრულების შემდეგ მათი ანაზღაურება თვიურად ათიათასობით დოლარი იქნებოდა. მაგრამ ეს აღმოჩნდა ფიქცია.

ადვოკატის თქმით, ტრამპი სასამართლოს წინაშე დაცვის მხრიდან მოწმედ წარსდგება. ტრამპი კი ამბობს, რომ მას არ შეუძლია თავად იყოს პასუხისმგებელი უნივერსიტეტის მიერ წარმოებულ ოპერაციებზე. ასევე იგი არ ეთანხმება სწავლების არაეფექტურობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს. მისი სიტყვებით, გამოკითხვამ აჩვენა,რომ 98% სტუდენტებისა კმაყოფილი იყო უნივერსიტეტის მომსახურებით. მაგრამ სარჩელში ეწერა, რომ სწავლება არ იყო გამოკითხვის დროისთვის დასრულებელი, თუმცა აღსანიშნავია ისიც,რომ გამოკითხვა არ იყო ანონიმური.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები