THE-2016: სამყაროს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტები

რეიტინგები

Times Higher Education, ყოველკვირეული ლონდონის ჟურნალია, რომელიც ყოველწლიურად სამყაროს ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეპუტაციის რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგი შედგენილია 10000-ზე მეტი მეცნიერის გამოკითხვის შედეგების საფუძველზე. თითოეულ კომპეტენტულ შემფასებელს ჰკითხეს, თუ რომელი 15 უნივერსიტეტი მიაჩნიათ მათ საუკეთესოდ კვლევებისა და თავისი სპეციფიკური დისციპლინის სწავლების თვალსაზრისით. შეფასებისას სწორედ ამ უკანასკნელ ფაქტორს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

13180959_1297294210286450_1877987345_n

მნიშვნელოვანია,იმის აღნიშვნა, რომ აზიის კონტინენტმა გაზარდა თავისი უნივერსიტეტების წილი სამყაროს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების რეიტინგში. 2016 წელს კონტინენტი Times Higher Education-ის სიაში 18 უნივერსიტეტს ფლობს, შარშანდელ 10-თან შედარებით. ყველაზე წარმატებული მათ შორის ტოკიოს უნივერსიტეტია, რომელიც მე-12 პოზიციას იკავებს. პეკინისა და ცინხუას უნივერსიტეტებმა კი 8-11 პოზიციით წინ წაიწიეს, რაც შესაბამისად მათ  21-ე და მე-18 ადგილზე აყენებს.

შედარებისთვის რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ დათმო თავისი პოზიციები. გაერთიანებული სამეფო რჩება ყველაზე ჭარბად (10 უნივერსიტეტით) წარმოდგენილ ევროპულ სახელმწიფოდ სიაში, იმის მიუხედავად, რომ ორი დაწესებულება,  დარემისა და ბრისტოლის უნივერსიტეტები საერთოდ გამოვარდნენ ასეულიდან, დანარჩენილმა შვიდმა კი საგრძნობლად დათმო პოზიციები. იგივე ბედი გაიზიარა ჰოლანდიის ხუთმა და გერმანიის ექვსვმა უნივერსიტეტმა.

სრული რეიტინგის  ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე:

https://www.timeshighereducation.com/world-university-rankings/2016/reputation-ranking

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები