ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, თბილისის მერია, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი აცხადებს რიგით მეცხრე ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის ,,მცირე პროზა”
კონკურსის პირობები:
- კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები (მოთხრობა, ნოველლა, ესსე, ჩანახატი) ან პუბლიკაციები (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება);
- კერძოდ: 1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტეს 8-10 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, აგრეთვე ელექტრონული ვერსია.
- კონკურსის ჩატარების ხანგრძლიობა _ 2016 წლის 10 თებერვლიდან 16 ივნისის ჩათვლით.
ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადა 10 ივნისი.
16 ივნისს მოხდება კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულთა დაჯილდოება ოტია იოსელიანის სახელობის I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ “ანეულში” და “ლიტერატურულ საქართველოში”.
საკონკურსო ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით [email protected] და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2016 წლის 10 ივნისამდე.
მის: ჩახრუხაძის ქ.@17 ტელ: 990699, 893148125
ნაწარმოებები მიიღება კვირა-ორშაბათის გარდა 12 სთ-დან-17 სთ-მდე.
კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სტუდენტობის დამადასტურებელი სხვა საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.
კონკურსანტმა სასურველია განაცხადოს სხვა ჰობის შესახებ (მუსიკაში,მხატვრობაში…), რათა დაჯილდოების დღეს მათი მონაწილეობით ჩატარდეს კონცერტი, გამოფენა, მხატვრული კითხვა.