ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი “SPAR”, რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12,322 მაღაზიას მსოფლიოს 35 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
 
“SPAR”-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული – მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
 
 
SPAR Georgia” – “SPAR International”-ის გლობალური ოჯახის წევრი,  აცხადებს  3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. 
 
სამუშაო ადგილი: თბილისი
 
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება,  ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით;
  • MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის  ცოდნა.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას MS Excel-ში. კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს სასიამოვნო სამუშაო გარემოს და განვითარების პერსპექტივას. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:  [email protected]   2016  წლის 30 აპრილის  ჩათვლით . გთხოვთ, სათაურის ველში – “Subject”  მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში“ . წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები