საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორი ზაალ მიქაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც სტუ-ს პროფესორმა ფირანი კობიაშვილმა განაცხადა, მიქაძე მეხუთე დღეა რაც მშრალ შიმშილობაზე იყო და დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პროფესორ მიქაძეს სამედიცინო დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალმა ადგილზეც აღმოუჩინა, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.
☼ გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ზაალ მიქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
მოგვიანებით ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილმა შიმშილობა დროებით შეწყვიტა. საკუთარ გადაწყვეტილებას ისინი აღდგომის დღესასწაულს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ამ პერიოდში პროტესტის გაგრძელება „სარწმუნოებრივად არ იქნებოდა სწორი.“
მოშიმშილე პირებიდან მხოლოდ ერთი, ფირალ კობიაშვილი არ უერთდება კოლეგების გადაწყვეტილებას და შიმშილობას განაგრძობს.