თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში კახა ბენდუქიძის კვირეული მიმდინარეობს. კვირეული 18 აპრილს დაიწყო და 23 აპრილს დასრულდება.
კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ვლადიმირ ფედორინის წიგნის – „გზა თავისუფლებისაკენ, საუბრები კახა ბენდუქიძესთან“ – ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გახლდათ.
კახა ბენდუქიძესთან საუბრებისა და ინტერვიუების საფუძველზე დაწერილ წიგნში წარმოდგენილია მისი საქმიანობის ეტაპები: მეცნიერი, ბიზნესმენი, სახელმწიფო მოღვაწე და რეფორმატორი, ფილანტროპი და წარმატებული უნივერსიტეტების დამაარსებელი. წიგნში, ასევე, აღწერილია კახა ბენდუქიძის მოსაზრებები საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და უკრაინაში გასატარებელი პოლიტიკის შესახებ.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვას მხარდაჭერითა და ხელშეწყობით.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კვირეულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
21 აპრილი:
18:00 – საკონფერენციო დარბაზი, საჯარო ლექცია: Kakha Bendukidze the Epitome of Leadership
ფადი ასლი.
22 აპრილი:
13:00 – კამპუსის მუზეუმი, საბუნებისმეტყველო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
14:00 – აუდიტორია #113, ლიტერატურული კონფერენცია „აღმოსავლურ-დასავლური დივანი”
18:30 – საკონფერენციო დარბაზი, Healthcare Reform in the Republic of Georgia ‒ case-study-ს წარდგენა და საჯარო დისკუსია თემაზე: კახა ბენდუქიძის რეფორმები, ჯანდაცვა
სანდრო ურუშაძე, ვატო ლეჟავა, კოკა ფრუიძე.
23 აპრილი:
14:00 – საკონფერენციო დარბაზი, სერვანტესის დღე კამპუსში
ესპანური საღამო, ესპანური აუდიტორიის გახსნა.
15:00 – კულინარიის აკადემია, „სერვანტესის კერძები”
კულინარ მანუელის მასტერკლასი სტუდენტებისთვის.
18:00 – კამპუსის ეზო, კვირეულის დახურვა, კულინარიული ფესტივალი კამპუსში
საჯარო ლექცია: „იხვის ტოლმა და ბუს კვერცხები”
ვახო ბაბუნაშვილი
საჯარო ლექცია: „კულინარიის აკადემიიდან საკუთარ ბიზნესამდე”
მიშა დათებაშვილი