გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

კონკურსები

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს საკონკურსო განაცხადების მიღებას გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე.

სათანადო კონკურსის გავლის შემდეგ, შერჩეული წარმომადგენელი ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, ატარებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში. ახალგაზრდობის წარმომადგენელს ასევე შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება (თებერვალი).

გარდა ქვეყნის წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისა, ახალგაზრდობის წარმომადგენელი სხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად ახორციელებს ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და ინიციატივებს.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს – 18-დან 25 წლამდე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: Curriculum Vitae დაინგლისურ ენაზე დაწერილი თემა (მაქსიმუმ 500 სიტყვა, ფონტი -ზომა-11;Sylfaen, ხაზებს შორის დაშორება 1)  შემდეგ საკითხზე:

  • What are the main challenges and opportunities for implementing the SDGs at the national level?

განაცხადები მიიღება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში ჭავჭავაძის გამზირი N49ა ნაბეჭდი (ერთი ეგზემპლარი) და ელექტორნული სახით (კომპაქტ დისკი) 2016 წლის 10 მაისის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოქმედი ახალგაზრდობის წარმომადგენელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

  1. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეფასდებიან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
  2. შერჩეული კანდიდატები გაივლიან კომისიასთან გასაუბრებას. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურენაზე.
  3. გასაუბრების შედეგად შერჩეული საუკეთესო კანდიდატები სიტყვით გამოვლენ (ინგლისურენაზე) სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ საჯარო ღონისძიებაზე.

გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდება 2016  წლის  მაისის თვეში

ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება დაფიქსირებულია გაეროს რამდენიმე რეზოლუციაში.

საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ვებ-გვერდს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები