თსუ-ში სასწავლო პროცესი განახლდა

სტუდენტური პრობლემები

დღეიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეფერხებული სასწავლო პროცესი განახლდება. გვიან საღამოს სტუდენტებმა აჭედილი კარი გახსნეს და მეექვსე კორპუსი დაასუფთავეს.

შენობის დატოვების გადაწყვეტილება პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ რამდენიმე საათში მიიღეს, თუმცა მანამდე სამომავალო გეგმებზე აუდიტორია 115-ის წევრებმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ითათბირეს.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

მათი განცხადებით, პრემიერთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და დაიწყება განათლების სისტემის რეფორმა.

სტუდენტები რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესის ცვლილებას, თვითმმართველობის რეორგანიზაციასა და ე.წ. ოდეერის სამსახურის გაუქმებას ითხოვენ.

არ არის გამორიცხული, სტუდენტები მიმდინარე კვირას, პრემიერს ისევ შეხვდნენ.

პრემიერისა და სტუდენტების შეხვედრა დასრულდა

პრემიერ-მინისტრი სტუდენტებთან შესახვედრად თსუ მე–6 კორპუსში მივიდა

თსუ-ის მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

 
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები