სტუდენტური აქცია გაიმართება დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ახალგაზრდები უნივერსიტეტის ცენტრალურ შენობასთან 2 საათისთვის შეიკრიბებიან და სოლიდარობას გამოუცხადებენ, ხუთ პროფესორს, რომლებიც რამდენიმე დღეა შიმშილობენ.
აქციის მთავარი მოთხოვნა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოსა და კანცლერის გადაყენებაა.
☼ გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼
სტუდენტები არ გამორიცხავენ, რომ აქციამ პერმანენტული სახე მიიღოს.
გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სრულად იზიარებენ აუდიტორია 115-ის წევრების მოთხოვნებს.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დღეს 2 საათზე დაგეგმილ აქციას შესაძლოა შეუერთდეს აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები, მათ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვთ.