თსუ-ს სტუდენტების აქციას ილიაუნის სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნას და ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მისვლას და კითხვებზე პასუხს ითხოვენ. მათ 4-პუნქტიანი მოთხოვნები დღეს დილით გაავრცელეს.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სტუდენტების ნაწილმა უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში გადაიინაცვლა. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებს 10-მდე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. ისინი 4 საათამდე გააგრძელებენ აქციას და პრემიერ-მინისტრის გამოხმაურებას დაელოდებიან. თუმცა აცხადებენ, რომ, თუ გიორგი კვირიკაშვილისგან გამოხმაურება არ იქნება, ისინი მე-6 კორპუსის წინ აქციას გააგრძელებენ.
წყარო: რუსთავი 2
ფოტო: საბა ჩიხლაძე
თსუ-ის მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია