ქართველი სტუდენტისთვის საერთაშორისო კონკურსის ფინალში მოსახვედრად ხმის მიცემა 1 მაისს დასრლუდება

კონკურსები

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონკურსში Global Innovation through Science and Technology, რომელშიც 104 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ქართველი სტუდენტი ნიკოლოზ გაჩეჩილაძე ნახევარფინალისტი გახდა.

18 წლის ნიკოლოზ გაჩეჩილაძე LCC International University-ში, საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტია.

წელს ნიკოლოზ გაჩეჩილაძე ამ კონკურსის ერთადერთი ქართველი ნახევარფინალისტია. მას აქვს ინოვაციური იდეა სახელად MotionX. ის იმ ტექნოლოგიის განვითარებას ეხება, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარებად რეგიონებში ცოდნის გადაცემის დახვეწასა და ლოკალურ დონეზე მორგებას.

კონკურსის შემდეგი ეტაპი ფინალია, ფინალისტები კი საზოგადოების მიერ მიცემული ხმების რაოდენობით გამოვლინდებიან. ხმის მიცემის პროცესი 1 აპრილს საიტზე GIST Network დაიწყო და 1 მაისს დასრულდება. 

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

დღესდღეობით ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. ხმების რაოდენობამ 135 200-ს მიაღწია. 13 აპრილის მონაცემებით საქართველო III ადგილს ინარჩუნებს, I, II და IV ადგილების მონაცემები კი მუდმივად ცვალებადია.

1 მაისამდე სიტუაცია უფრო გამწვავდება და შესაძლებელია სხვა ქვეყნების მხარდამჭერებიც გააქტიურდნენ. ასე, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, ნიკოლოზ გაჩეჩილაძეს.

ნიკოლოზ გაჩეჩილაძის მხარდასაჭერად ხმის მისაცემად, საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ვებგვერდზე. ხმის მისაცემად საჭიროა რეგისტრაცია საიტზე. მას შემდეგ რაც იპოვით ნიკოლოზ გაჩეჩილაძის ვიდეოს, საგანმანათლებლო პროექტს – “MotionX” . ვიდეოს ქვეშ დააჭერთ ღილაკს vote.

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ნამდვილად მიეცით თუ არა ხმა თქვენს არჩეულ კანდიდატს, რამდენიმე შესაძლებლობაა:

  1. ეკრანზე გამოიტანს ფანჯარას – Thank you;
  2. შეამოწმეთ მეილზე დადასტურების შეტყობინება;
  3. თქვენი სარეგისტრაციო მონაცემებით ხელმეორედ შედით საიტზე, მოძებნეთ ნიკოლოზის ვიდეო, სადაც უნდა ეწეროს – voted.

ხმის მიცემა შეგიძლიათ 1 მაისამდე ყოველდღე, 24 საათში ერთხელ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები