ნარმანიასა და სტუდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მაღლივის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოები 1 კვირით შეჩერდა

აქტუალური

აუდიტორია 115-ის წევრები მაღლივში თბილისის მერს, დავით ნარმანიას, შეხვდნენ. დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, მაღლივის მიმდებარედ ერთი კვირით სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. დედაქალაქის მერმა საქმის შესასწავლად ერთკვირიანი ვადა ითხოვა, რის შემდეგაც საბოლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

შეხვედრის შემდეგ „აუდიტორია 115“-ის წევრებმა მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე გადაინაცვლეს. სტუდენტები მძიმე ტექნიკაზე მოთავსდნენ. მათ თან ჰქონდათ ტრანსფარანტები, რომელზეც ეწერა: „დავიცვათ მწვანე საფარი“, „საზოგადოებრივი ინტერესი მეტია კერძო ინტერესებზე“, „დავიცვათ საუნივერსიტეტო სივრცე“.

აუდიტორია 115-ის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივიერსიტეტის მაღლივის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების ოფისის მშენებლობის გაპროტესტებას განაგრძობენ. სტუდენტებმა უშუალოდ მშენებლობის ადგილზე გადაინაცვლეს. 

აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ კომპანიას უკანონოდ და უსასყიდლოდ 6 ათასი კვადრატული მიწის ფართობი გადასცა. 

წყარო: რუსთავი 2

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები