ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ბათუმში გაიმართება ზაფხულის სკოლა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების მე-2-8 სემესტრის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ზაფხულის სკოლა გაიმართება 2016 წლის 26-31-აგვისტოს.
მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე თქვენი CV ფოტოსურათით და ნიშნების ამონაწერი უნდა გადააგზავნოთ მისამართზე: [email protected]
მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან გაიმართება გასაუბრება.
ზაფხულის სკოლის ხელმზღვანელია ასოცირებული პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი. მოწვეული ლექტორები: მარიო შიუტცე (გერმანია), ნინო ცაციაშვილი (საქართველოს მთავარი პროკურატურა).
სკოლის მონაწილეები უფასოდ განთავსებიან ბათუმში მდებარე საქართველოს უნივერსიტეტის სკოლის ბაზაზე არსებულ სასტუმრო ოთახებში. ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს მონაწილეები თვითონ უზრუნველყოფენ. მონაწილეობის სარეგისტრაციო თანხა კი შეადგენს 80 ლარს, რომელსაც სტუდენტი გადაიხდის კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი.